20:54 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ჭადრაკის ჩემპიონატი

მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფი დატოვა

© photo; courtesy of Turkish Chess Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (460)
45 0 0

მეშვიდე ტურში ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ვერც ერთი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა რამდენიმე პოზიცია დაკარგა და ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ჩემპიონატი ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობს.

ხოტენაშვილმა, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა, სომხეთის წარმომადგენელ ელინა დანიელიანთან გამართული პარტია ყაიმით დაასრულა. 

შვიდი ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკის აქტივში ხუთი ქულაა. იგი რუს ალინა კაშლინსკაიას, რომელიც ლიდერია, ერთი ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ მეშვიდე ტურნირში ვერც ერთმა ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა – ექვსი ყაიმი და ორი წაგება. სოფო ხუხაშვილმა ნატალია პოგონინს (რუსეთი) დაუთმო, სალომე მელიამ კი იუდანია ერნანდესს (ესპანეთი).

მერვე ტურში ხოტენაშვილი იტალიელ მარინა ბრუნელოს შეხვდება, რომელმაც ჩემპიონატის მეხუთე ტურში საქართველოს ჭადრაკის ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება და 23 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 60 ათასი ევრო. აქედან გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. ჩემპიონატის შედეგებით 14 საუკეთესო მოჭადრაკე ფიდეს მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

 

თემები:
სპორტის ამბები (460)

მთავარი თემები