01:11 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო 2018 (581)
77 0 0

კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც ყრილობის ყველა მონაწილემ დაუჭირა მხარი

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს და ორგანიზაციას კიდევ ოთხი წელი უხელმძღვანელებს.

არჩევნებში მონაწილეობა 29 სუბიექტიდან 28-მ მიიღო და ყველამ ერთხმად კობიაშვილს დაუჭირა მხარი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთი ვადით ვუხელმძღვანელო ქართულ ფეხბურთს. მესმის თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემთან ერთადაა დიდი და შესანიშნავი გუნდი, ჩვენ მზად ვართ ახალი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ იქნება მიმართული, იმისთვის, რათა სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გახდეს წარმატებული", - განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ყველას, თუმცა, აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ სფფ-ის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდებოდა.

სფფ-ის პრეზიდენტის გარდა, სხდომაზე აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც 10 წარმომადგენელი შევიდა.

ლევან კობიაშვილმა, სხვა ქართველი ფეხბურთელების მსგავსად, კარიერა სამშობლოში დაიწყო. მისთვის პირველი კლუბი 1993 წელს გუნდი "ავაზა" იყო, ამის შემდეგ იყო რუსთავის „მეტალურგი" და თბილისის „დინამო".

1997 წლიდან იწყება ქართველი ნახევარმცველის კარიერა უცხოეთში. ერთი სეზონი კობიაშვილმა რუსულ „ალანიაში" ჩაატარა, შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც ფეხბურთის კარიერის დასრულებამდე დარჩა. 1998-2003 წლებში თამაშობდა „ფრაიბურგის" გუნდში, შემდეგ იყო „შალკე 04" (2003-2009), ხოლო გუნდი „ჰერტა" (2010-2014) კი მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო აღმოჩნდა.

კობიაშვილი საქართველოს ნაკრების სახელით ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. ეროვნულ გუნდში ნახევარმცველის ანგარიშზე 100 თამაშია.

 

თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)

მთავარი თემები