14:01 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
თავისუფალი ჭიდაობა

ბულგარეთში ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულეს

© FB / GeoWrestling / Martin Gábor
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (303)
268 0 0

ქართველმა მოჭიდავეებმა ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ბულგარეთში პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (U-23) ცხრიდან ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს.

ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას გუნდის ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს და ყველა წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს. 

საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ:
რობერტ დინგაშვილი (-57 კგ)

ედემ ბოლქვაძე (-65 კგ)

ივერი ჯულაყიძე (-70 კგ)

გიორგი სულავა (-74 კგ)

ტარიელ გაფრინდაშვილი (-79 კგ)

ზაურ ბერაძე (-86 კგ)

დემურ მეგენეიშვილი (-92 კგ)

ბექა ჭელიძე (-97 კგ)

ზურიკო ურთაშვილი (-125 კგ)

ბუნებრივია, რომ ასეთი შედეგის წყალობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გავიდა.

ტურნირში 17 ქვეყნიდან 150-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

თემები:
სპორტის ამბები (303)

მთავარი თემები