14:04 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ტოპ-ოცეულში დაბრუნდა

© photo: AFP 2019 / Greg Wood
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (303)
15720

მიუხედავად სოფიაში ჩატარებულ ტურნირზე წარუმატებლობისა, ჩოგბურთელი რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ჩამონათვალში პოზიციები გაიუმჯობესა და АТР-ის განახლებულ რეიტინგში 22-დან მე-20 ადგილზე გადაინაცვლა.

გასულ კვირას ბასილაშვილმა სოფიაში АТР-250-ის სერიის ტურნირის პირველივე წრეში გერმანელ დანიელ ბრანდსთან სენსაციურად წააგო (6:7, 5:7), რამაც ქართველ სპორტსმენს სარეიტინგო ქულების მოპოვების საშუალება არ მისცა. მაგრამ ბელგიელმა დავიდ გოფენმა და ფრანგმა ლიუკ პუიემაც, საკუთარ ტურნირებზე გასულ წელთან შედარებით უარესად იასპარეზეს და საკუთარი სარეიტინგო ქულების შენარჩუნება ვერ შეძლეს. სწორედ ამან განაპირობა АТР-ის რეიტინგში ბასილაშვილის დაწინაურება.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, როტერდამში АТР-500-ის სერიის ტურნირია - ABN AMRO World Tennis Tournament. ბასილაშვილი მეცხრე ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მოწინააღმდეგე სამხრეთ კორეელი ჩონ ხიონია (52).

გასულ სეზონში ბასილაშვილს როტერდამში არ უთამაშია, ამიტომ ყველა სარეიტინგო ქულა ქართველი სპორტსმენის აქტივში წავა.

როტერდამში ტურნირი 17 თებერვლამდე გაგრძელდება, რომლის საპრიზო ფონდი 2 100 ათასი ევროა. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია.

თემები:
სპორტის ამბები (303)

მთავარი თემები