06:16 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
ეკატერინე გორგოძე

ქართველი ჩოგბურთელი ქალები ფედერაციათა თასზე დამარცხდნენ

© FB / Eko Gorgodze
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (570)
83 0 0

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მომავალი წლის ტურნირზე უფრო დაბალ რანგში იასპარეზებს

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა ინგლისის ქალაქ ბათში ფედერაციათა თასზე ოთხივე შეხვედრა წააგო და ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში დარჩენა ვერ მოახერხა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს ქართველი გოგონები სლოვენიის გუნდს ხვდებოდნენ. შეხვედრაზე უნდა გაერკვეულიყო, ვინ რჩება პირველ ჯგუფში, და ვინ ჩამოქვეითდება მომდევნო სეზონზე ერთი კლასით. სამწუხაროდ, მარგალიტა ჩახნაშვილის აღსაზრდელებმა წააგეს - 0:2.

შეხვედრა დაიწყეს მარიამ ბოლქვაძემ (312-ე ნომერი WTA-ს რეიტინგში) და ქაია იუვანმა (169). სლოვენიელმა სპორტსმენმა პირველ სეტში დამაჯერებლად მოიგო 6:1, ხოლო მეორე პარტიაში იუვანის სასარგებლოდ 3:0 ანგარიშისას ბოლქვაძემ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.

გუნდის დახმარება ეკატერინე გორგოძეს (151) შეეძლო, მაგრამ საქართველოს ნაკრების ლიდერი დალილა იაკუპოვიჩს (86) ვერ დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა – 6:4, 6:4.

წყვილების შეხვედრის გამართვას არანაირი აზრი არ ჰქონდა და საქართველოს ნაკრებმა დამარცხება 2:0 აღიარა.

საქართველოს გუნდმა ტურნირზე მეოთხედ წააგო. მანამდე, ჯგუფურ სტადიაზე ქართველები დამარცხდნენ სერბეთთან (1:2), ხორვატიასთან (1:2) და თურქეთთან (0:3).

ამგვარად, ფედერაციის თასის მომდევნო სეზონს საქართველოს ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში გაატარებს.

თემები:
სპორტი და საქართველო (570)

მთავარი თემები