12:20 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ეკატერინე გორგოძე

ქართველი ჩოგბურთელი ქალები ფედერაციის თასზე სერბეთთან დამარცხდნენ

© Eko Gorgodze / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მატჩი უნდა გამართოს ხორვატიისა და თურქეთის გუნდებთან.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის სასტარტო მატჩში სერბეთთან 1:2 დამარცხდა. შეჯიბრება ამ დღეებში ინგლისის ქალაქ ბათში მიმდინარეობს.

კორტზე პირველი გავიდნენ ივანა იოროვიჩი (117-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) და მარიამ ბოლქვაძე (312). სამწუხაროდ, ბოლქვაძემ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორ სეტში დამარცხდა 3:6, 1:6.

ასევე წააგო შეხვედრა ნაკრების ლიდერმა ეკატერინე გორგოძემ (151) ოლგა დანილოვიჩთან (112) – 5:7, 3:6.

წყვილთა შეხვედრაზე, რომლის შედეგს საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა უკვე აღარ შეეძლო, ქართველების - ოქსანა კალაშნიკოვასა და მარიამ ბოლქვაძის წყვილმა გაიმარჯვა დანილოვიჩი/იოროვიჩის დუეტზე – 6:3, 7:5.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს, რომლის სახელითაც ასპარეზობს WTA-ს რეიტინგის 25-ე ნომერი დონა ვეკიჩი.

საქართველოს, სერბეთისა და ხორვატიის გარდა, პირველ ევრო-აფრიკულ ზონის B ჯგუფში ასევე გამოდის თურქეთი, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელები შეჯიბრების ბოლო დღეს დაუპირისპირდებიან.

მთავარი თემები