კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი უწოდეს

© Sputnik / Alex Shlamovრომან რურუას დაჯილდოების ცერემონია
რომან რურუას დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს მიულოცეს ნონა გაფრინდაშვილმა, ალექსანდრ კარელინმა, მიხეილ მამიაშვილმა და სხვებმა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს რომან რურუას სახელი კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ეწოდა. მწვერვალის სიმაღლეა თითქმის 3900 მეტრი.

შესაბამისი სერტიფიკატი რურუას ალპინისტმა მერაბ ნემსიწვერიძემ გადასცა, რომელმაც მწვერვალი გასული წლის დეკემბერში დაიპყრო. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ ქართული სპორტული, კულტურული და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები.

© Sputnik / Alex Shlamovრომან რურუას დაჯილდოების ცერემონია
კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი უწოდეს - Sputnik საქართველო
რომან რურუას დაჯილდოების ცერემონია

„ეს იყო უნიკალური ასვლა. მწვერვალების დაპყრობას, ძირითადად, გარდაცვლილ ალპინისტებს უძღვნიან და მწვერვალებს მათ სახელს უწოდებენ ხოლმე. ისტორიაში პირველად, პიკს სახელი სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლის საპატივცემულოდ ეწოდა. რომან რურუა გამოჩენილი პიროვნებაა - როგორც სპორტსმენი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე. კავკასიონის ქედის ერთ-ერთი მწვერვალისთვის მისი სახელის დარქმევის იდეა რამდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა. ახლა ეს ჩანაფიქრი ავასრულეთ", - განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მერაბ ნემსიწვერიძემ.

© Sputnik / Alex Shlamovრომან რურუას დაჯილდოების ცერემონია
კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი უწოდეს - Sputnik საქართველო
რომან რურუას დაჯილდოების ცერემონია

რურუას მწვერვალზე ნემსიწვერიძე გასული წლის დეკემბერში ავიდა. ექსპედიციაში კიდევ შვიდი მთამსვლელი მონაწილეობდა.

„წარმატებულ სპორტსმენებს ყურადღება არ აკლიათ, მაგრამ, როდესაც შენს დამსახურებას საზოგადოება აფასებს, ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა; მით უმეტეს, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა", - განაცხადა რომან რურუამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბარში.

© Sputnik / Alex Shlamovრომან რურუას დაჯილდოების ცერემონია
კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი უწოდეს - Sputnik საქართველო
რომან რურუას დაჯილდოების ცერემონია

ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს მიულოცეს სპორტსმენებმა, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილმა, ალექსანდრ კარელინმა, მიხეილ მამიაშვილმა, ალექსანდრ მედვედმა და სხვებმა.

რომან რურუა - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი 1968 წელს (მეხიკო) და თამაშების ვერცხლის პრიზიორი 1964 წელს (ტოკიო), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 1967, 1969, 1970).

მერაბ ნემსიწვერიძე - ქართველი მთამსვლელი. 1999 წელს გია თორთლაძესთან ერთად ევერესტი დაიპყრო.

 

ყველა ახალი ამბავი
0