საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ფეხბურთში მინსკში ისრაელის გუნდთან წააგო

© photo: Belarusian Football Federation / FBსაქართველოს ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრები მინსკში ისრაელის წინააღმდეგ
საქართველოს ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრები მინსკში ისრაელის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 24 იანვარს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოლდოვას დაუპირისპირდება

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა (U-17) მეორე თამაში „განვითარების თასის" ტურნირზე ისრაელის გუნდთან 0:2 წააგო. ტურნირი ამ დღეებში მინსკში მიმდინარეობს.

ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

В-ჯგუფის მეორე მატჩში ისლანდიის ჭაბუკთა ნაკრებმა მოლდოვას მოუგო - 1:0.

ჭაბუკთა ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირი მინსკში გამარჯვებით დაიწყეს

ამგვარად, ორი სათამაშო დღის შემდეგ ოთხივე გუნდს თითო-თითო გამარჯვება და სამ-სამი ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 24 იანვარს საქართველოს ნაკრები მოლდოვას შეხვდება, ხოლო ისრაელი - ისლანდიას.

„განვითარების თასი 2019"-ში სამ ჯგუფად დაყოფილი ჭაბუკთა 12 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითოეული კვარტეტის გამარჯვებული, ასევე მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი გადის.

„განვითარების თასი" წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. ტურნირი 28 იანვრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0