ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირი მინსკში გამარჯვებით დაიწყეს

© courtesy of Georgian Football Federationჭაბუკთა ნაკრები ფეხბურთში
ჭაბუკთა ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინსკის ტურნირში 12 ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჭაბუკთა ნაკრებმა (U-17) მინსკის საერთაშორისო ტურნირზე „განვითარების თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

პირველ მატჩში ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ისლანდიელი თანატოლების გუნდი დაამარცხა 3:0. გოლები გაიტანეს ლუკა ტორონჯაძემ, გიორგი აბუაშვილმა და ირაკლი აზაროვმა.

ტურნირის შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც თავის პირველ მატჩში მოლდოვასთან წააგო – 1:2. თამაში 22 იანვარს გაიმართება.

„განვითარების თასი 2019"-ში სამ ჯგუფად დაყოფილი ჭაბუკთა 12 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითოეული კვარტეტის გამარჯვებული, ასევე მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი გადის.

„განვითარების თასი" წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. ტურნირი 28 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0