09:58 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
ჯანო ანანიძე

ანანიძე იჯარის უფლებით „ვიტესის“ მოთამაშე გახდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (529)
8510

ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში „სპარტაკის“ მწვრთნელის ინიციატივით გადადის

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. საქართველოს ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე უახლოეს დღეებში ჰოლანდიური „ვიტესის“ მოთამაშე გახდება, რომლის სახელით სეზონის ბოლომდე იჯარის უფლებით იასპარეზებს, იუწყება РИА Новости.

ხუთშაბათს ჰოლანდიური მედია იუწყებოდა, რომ 26 წლის ქართველი ფეხბურთელით „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი არის დაინტერესებული. მიმდინარე სეზონზე ანანიძე „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს და კლუბის სახელით ყველა ტურნირში მონაწილეობა სულ სამ მატჩში აქვს მიღებული.

„ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება ითამაშოს „ვიტესის“ სახელით. უახლოეს დღეებში ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება, ეს იქნება იჯარა სეზონის ბოლომდე“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ანანიძე „სპარტაკის“ სახელით 2009 წლიდან თამაშობს (2013-2014 წლებში იყო წყვეტა, როდესაც ის იჯარის უფლებით „როსტოვის“ სახელით თამაშობდა) და მის ანგარიშზეა 136 მატჩში 16 გატანილი გოლი.

მანამდე, „ვიტესში“ რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდნენ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო კაზაიშვილი და მცველი გურამ კაშია, რომელიც ჰოლანდიური გუნდის კაპიტანი იყო.

თემები:
სპორტი და საქართველო (529)

მთავარი თემები