07:48 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
რაგბის ნაკრები ვარჯიშზე

ცნობილი გახდა იტალიის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა

© Sputnik / Levan Avlabreli
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (483)
57 0 0

ნაკრებს, ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ, კაპიტანი დაუბრუნდა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა ტესტ-მატჩში იტალიის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც 10 ნოემბერს ფლორენციაში, სტადიონ „არტემიო ფრანკიზე" გაიმართება.

ქართული რაგბი მონეტებზე აღიბეჭდება>>

ჰეიგის სიაში 32 მორაგბეა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გუნდის კაპიტნის მერაბ შარიქაძის დაბრუნება, რომელმაც ტრავმის გამო ნაკრებში რვა თვე გამოტოვა.

უკანა ხაზი

  • სოსო მათიაშვილი
  • გიორგი კოშაძე
  • მერაბ შარიქაძე
  • თამაზ მჭედლიძე
  • ზურაბ ძნელაძე
  • ლაშა ხმალაძე
  • ვასილ ლობჟანიძე

შერკინება

  • მიხეილ ნარიაშვილი
  • ჯაბა ბრეგვაძე
  • დუდუ ქუბრიაშვილი
  • ნოდარ ჭეიშვილი
  • ლაშა ლომიძე
  • ოთარ გიორგაძე
  • გიორგი ცუცქირიძე
  • ბექა გორგაძე

მარქაფა

  • გიორგი კვესელაძე
  • ლაშა მალაღურაძე
  • გელა აფრასიძე
  • შალვა მამუკაშვილი
  • ზურაბ ჟვანია
  • ლევან ჩილაჩავა
  • შალვა სუთიაშვილი
  • ბექა ბიწაძე

როგორც წარმოდგენილი სიიდან ჩანს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ისე ნაკლებად გამოცდილი მორაგბეები, თუმცა ჰეიგს იტალიის წინააღმდეგ მატჩზე არც ერთი დებიუტანტი არ დაუსახელებია.

„ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნაკრები მომავალ თამაშებზე ფავორიტების სიაში არ არის და ეს სიმართლეა. მეორე მხრივ, როცა ქართველები „ანდერდოგის" სტატუსში არიან, ისინი მენტალურად და ფიზიკურად ძლიერდებიან", – განაცხადა მომავალი მატჩის შესახებ მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრები იტალიას სამჯერ შეხვდა და სამივე მატჩი წააგო.

იტალიის ნაკრების გარდა, ქართველი მორაგბეები ნოემბრის ტესტ-მატჩებში დაუპირისპირდებიან სამოასა და ტონგას გუნდებს. ორივე მატჩი თბილისში, შესაბამისად, 17 და 24 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაცია ექნება ტელეკომპანია „იმედს".

თემები:
სპორტი და საქართველო (483)

მთავარი თემები