„ნიკო შერას ქუჩა" – ესპანეთში ქუჩას ქართველის სახელი უწოდეს

© FB / Paco Lozano Judo y otrosესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუჩის დასახელების ტაბლოზე ქართველი სპორტსმენის გვარი შემოკლებით წერია – „ნიკო შერას ქუჩა".

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტის ნიკო შერაზადიშვილის პატივსაცემად მადრიდთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ქუჩას მისი სახელი უწოდეს, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის განცხადებაში.

ამგვარი პატივი შერაზადიშვილს იმიტომ ერგო, რომ მან პირველად ისტორიაში ესპანეთს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოუტანა. ტურნირზე, რომელიც ბაქოში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა, შერაზადიშვილმა მოიგო შეჯიბრება 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ფინალში მან კუბელი ივან მორალესი დაამარცხა.

ბრუნეტეში უკვე არის შერაზადიშვილის მწვრთნელის ხოაკინ რუისის ქუჩა. რუისმა 1991 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბარსელონაში ვერცხლი მოიპოვა და 2018 წლის სექტემბრამდე ეს ესპანელების უმაღლესი მიღწევა იყო მამაკაცთა ძიუდოში.

ქუჩის დასახელების ტაბლოზე ქართველი სპორტსმენის გვარი შემოკლებით წერია, მას ეწოდება „ნიკო შერას ქუჩა".

Посмотреть эту публикацию в Instagram

Calle #NikoShera 🙌🙌 El que quiera la camiseta que se ponga en contacto con @instalenit 🤙🤙

Публикация от Nikoloz Sherazadishvili (@nikoshera)

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა შერაზადიშვილმა წელს ასევე მიიღო ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე თელ-ავივში.

შერაზადიშვილი 1996 წელს თბილისში დაიბადა. 14 წლისა მშობლებთან ერთად მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქალაქ ბრუნეტეში ძიუდოში ვარჯიში გააგრძელა. 2014 წელს ძიუდოისტმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და საერთაშორისო ასპარეზობებზე ესპანეთის სახელით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0