17:00 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ვარჯიში ფეხბურთში

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

© FB / Georgian Football Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის ერთი დებიუტანტია.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩების წინ სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორის, ხოლო 16 ოქტომბერს ლატვიის გუნდს დაუპირისპირდება, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამჟამად 24 ფეხბურთელია, მათ შორის დებიუტანტი, პოლონური „არკას" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია.

„მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ", – განუცხადა ლუკა ზარანდიამ სფფ-ის პრეს-სამსახურს.

თავისი აზრი თამაშებთან დაკავშირებით გამოთქვა ასევე ესპანური „ლუგოს" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ: „რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ".

Дебютант сброной Грузии по футболу Лука Зарандия
ლუკა ზარანდია

ვაისის სიაში თავდაპირველად 26 ფეხბურთელი იყო, თუმცა იტალიური „ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ და ესპანური „სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმები მიიღეს და ორ უახლოეს მატჩში ნაკრებში ვერ ითამაშებენ.

უეფას ერთა ლიგის ორ მატჩში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ექვსი ქულა დააგროვა და თავის ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა. მეორე ადგილზეა ანდორა ორი ქულით, ხოლო მესამეზე და მეოთხეზე თითო-თითო ქულით, შესაბამისად, ლატვია და ყაზახეთი.

მატჩი ანდორის გუნდის წინააღმდეგ თბილისის „დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

 

მთავარი თემები