თორნიკე შენგელიამ „ბარსელონის" წინააღმდეგ წარმატებით ითამაშა

© FB / Baskoniaთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ბასკონია"-„ბარსელონის" საკალათბურთო მატჩში „ბასკონია" დაწინაურდა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელი და ესპანური კლუბი „ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში „ბარსელონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი დაჰყო, ამ დროის განმავლობაში კი 13 ქულის აღება, ხუთი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მოახერხა, „ბასკონიამ" კი „ბარსელონა" ანგარიშით 86:61 დაამარცხა.

ნახევარფინალის მეორე მატჩი 6 ივნისს კვლავ „ბასკონიის" მოედანზე გაიმართება.

ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის „რეალმა" „გრან-კანარია" დაამარცხა ანგარიშით 88:70.

ყველა ახალი ამბავი
0