ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი მოიპოვეს

© FB / International Judo Federationძიუდო, პარიზის გრან-პრი
ძიუდო, პარიზის გრან-პრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმცა ქართველმა სპორტსმენებმა საფრანგეთიდან ვერც ერთი ოქროს მედალი ვერ ჩამოიტანეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა პარიზის გრან-პრიზე ოთხი მედალი მოიპოვეს — ორი ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოსი.

შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შეეძლო ოქროს მედლის მიღება. ამ კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ბექა ღვინიაშვილი იმდენად დამაჯერებლად გამოვიდა ოთხ შერკინებაში, რომ სპეციალისტების უმრავლესობას მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

მაგრამ ღვინიაშვილმა იაპონელ შოიჩირო მუკაისთან დაპირისპირებისას წააგო. იაპონელი 20 უძლიერესი სპორტსმენის რეიტინგშიც არ შედის. მიუხედავად ამისა, ქართველს იაპონელის შეტევა გამოეპარა და მე-15 წამზე იპონით წააგო.

კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს მოუტანეს ნუგზარ ტატალაშვილმა (-81 კგ), რომელმაც კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე დაამარცხა და გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-100), რომელმაც ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია.

კიდევ ერთი ვერცხლი გრან-პრის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (-73) მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ პარიზში მეხუთე ადგილი დაიკავა. მოპოვებული მედლების მხრივ ლიდერი გახდა იაპონია — 6 ჯილდო, აქედან ორი — ოქროსი.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ქართველი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში, დიუსელდორფში 23-25 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0