ქართული ანსამბლი „შვიდკაცა" NBA-ს მატჩის წინ აშშ-ის ჰიმნს შეასრულებს

© FB / Shvidkatsa Ensemble Shvidkacaზაზა ფაჩულია და ანსამბლი „შვიდკაცა"
ზაზა ფაჩულია და ანსამბლი „შვიდკაცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაჩულიასთვის ტრავმას ხელი არ შეუშლია, რომ ქართულ ანსამბლ „შვიდკაცას" აშშ-ში დახვედროდა

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმის შემდეგ ფორმაში დგება. მხრის ტრავმა მან „მაიამის" წინააღმდეგ მატჩში 3 დეკემბერს მიიღო.

„მაიამის წინააღმდეგ მატჩში ტკივილი ვიგრძენი, დაჭიმვის მაგვარი. ვფიქრობდი, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო, მაგრამ „შარლოტთან" თამაშისას კვლავ გამიჩნდა ტკივილის შეგრძნება. ამ ჯერად ფეხის კუნთებში. გუნდის ექიმები და მწვრთნელები ამბობენ, რომ პროგრესი არის, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ გვინდა, სანამ 100%-ით მზად არ ვიქნები პარკეტზე დასაბრუნებლად. ახლა სეზონის მხოლოდ შუა პერიოდია და გარისკვა არ ღირს — ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, ეს გუნდური გადაწყვეტილებაა", — განაცხადა ფაჩულიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

ამასთან, კალათბურთელს არ დაუზუსტებია, როდის უნდა ველოდოთ მის მწყობრში დაბრუნებას.

ტრავმის მიუხედავად, ფაჩულიამ სან-ფრანცისკოს აეროპორტში ქართული ანსამბლის, „შვიდკაცას" დახვედრა შეძლო. ანსამბლი აშშ-ში ქართველი კალათბურთელის მიწვევით იმყოფება.

21 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, „გოლდენ სტეიტ უორიორზის" თამაშზე „მემფისის" წინააღმდეგ, „შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნსა და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს,

ყველა ახალი ამბავი
0