თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მთავრობამ საკანონმდებლო დონეზე განამტკიცა ქვეყანაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის სპორტული შეჯიბრებების ჩატარების პერიოდში.
უვიზო რეჟიმს გულშემატკივარს გულშემატკივრის პასპორტი შეუცვლის.
გულშემატკივრის პასპორტი — ეს არის „მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათი“, ანუ FAN ID.
ამ ბარათის მიღება შესაძლებელია ორგვარად: ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ონლაინ-რეჟიმში და FAN ID-ის გაცემის ნებისმიერ ცენტრში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორ ქალაქებში.
ეს სისტემა 2017 წელს FIFA-ს კონფედერაციის თასის მატჩების ჩატარების დროს უკვე შემუშავებულია. მაშინ დოკუმენტი ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლეოდა პირველ მატჩამდე ათი დღის განმავლობაში და ქვეყნიდან წამოსვლის უფლებას — ტურნირის დასრულების მერე ათი დღის განმავლობაში.