ქართველი ჩოგბურთელი ბელგიაში ტურნეს ტრავმის გამო გამოეთიშა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ტურნირიდან ადრეულ სტადიაზე მოხსნეს, მან დაახლოებით ექვსი ათასი ევროს გამომუშავება შეძლო.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტვერპენში АТР 250 სერიის ტურნირში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ შეძლო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაიში ტურნირის პირველ წრეში წააგო

პირველ წრეში ქართველი სპორტსმენის მოწინააღმდეგე საფრანგეთის წარმომადგენელი 35 წლის ჟიულენ ბენეტო (93) იყო. სასტარტო სეტის წაგების შემდეგ (4:6) ბასილაშვილმა სამედიცინო შესვენება აიღო, რის შემდეგაც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

თუ რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ტურნირიდან ადრეულ სტადიაზე მოიხსნა, მან დაახლოებით ექვსი ათასი ევროს გამომუშავება შეძლო.

ანტვერპენში ტურნირი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდი 590 ათასი ევროა, მოქმედი გამარჯვებული კი ფრანგი რიშარ გასკეა (28).

ყველა ახალი ამბავი
0