ანანიძე და „სპარტაკი" - რუსეთის თასის მერვედფინალში

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიჯანო ანანიძე
ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ლეგიონერმა თავის აქტივში ორი საგოლე პასი ჩაიწერა

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოედანზე 9 სექტემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩზე პირველად გავიდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ქართველი ნახევარმცველი, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა, მოედანზე გაუშვა.

შეხვედრის პირველივე წუთებში ანანიძე „სპარტაკის" რიგებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მე-10 წუთზე მას თავისი კლუბის დაწინაურების საშუალება მიეცა, მაგრამ ბურთი მოწინააღმდეგის კარის ძელს მოხვდა. 

ანანიძის უპირატესობა მატჩის პირველი ტაიმის დასასრულსაც თვალსაჩინო იყო, როდესაც მან ზუსტი ჩაწოდებით ჰოლანდიელ კუინსი პრომესს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა.

ანანიძე-კუინსის ტანდემმა მატჩის მეორე ნახევარშიც შეასრულა თავის როლი და პრომესმა დუბლი გააფორმა.

დარჩენილ დროში „სპარტაკს" შეეძლო თავისი უპირატესობის მნიშვნელოვნად გაზრდა, თუმცა, მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა, მატჩის ანგარიში არ შეცვლილა (2:0).

მერვედფინალში „სპარტაკი" ნალჩიკის „სპარტაკს" შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0