05:53 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი ლიონის საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

© Sputnik / Levan Avlabreli
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

არგენტინელ ჩოგბურთელთან გამარჯვების შედეგად, ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და საკუთარი საბანკო ანგარიში თითქმის 25000 ევროთი შეივსო.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (71) არგენტინელ ნიკოლას კიკერს (94) ანგარიშით 6:3, 6:1 ორ სეტში მოუგო და АТР 250-ის სერიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ქართველ ჩოგბურთელს წარმატება ხარისხიანმა პირველმა ჩაწოდებამ მოუტანა, რომლის შემდეგ მან ბურთების 73% მოიგო. შედარებისათვის — კიკერს ეს მაჩვენებელი 50%-ზე ოდნავ მეტია.

ბასილაშვილს იმდენად ძლიერი ჩაწოდება ჰქონდა, რომ არგენტინელი ბრეიკს ვერც მიუახლოვდა. ამ დროს თავად ბასილაშვილს მეტოქის ჩაწოდების აღების რვა შესაძლებლობა ჰქონდა, მან კი ოთხი გამოიყენა.

ამ გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და საკუთარი საბანკო ანგარიში თითქმის 25000 ევროთი შეივსო.

ფინალში გადასასვლელად საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერი შეხვდება წყვილ  - კარენ ხაჩანოვი (54, რუსეთი) — ჟო-ვილფრიდ ტსონგა (13, საფრანგეთი)-ს გამარჯვებულს

ლიონის ტურნირი 27 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 482000 ევროს შეადგენს.

მთავარი თემები