მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ხელბურთელების მოწინააღმდეგეთა ვინაობა გარკვეულია

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიხელბურთი
ხელბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ალჟირის წინააღმდეგ 7 აგვისტოს გამართავს.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ბაზელში ხელბურთის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის (U-19) კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვით, 24 ნაკრები ოთხ ჯგუფში — თითოეულში ექვსი გუნდით გადანაწილდა, იუწყება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IHF).

თბილისში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში 2017 წლის 8-20 აგვისტოს გაიმართება.

კენჭისყრის შედეგები:

ჯგუფი "А" — საფრანგეთი, დანია, შვედეთი, მაჰრეინი, წგვიპტე, ნორვეგია

ჯგუფი "В" — გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

ჯგუფი"С" — ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, სამხრეთ კორეა

ჯგუფი "D" — სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

თამაშების დეტალური განრიგი უახლოესი ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ალჟირის წინააღმდეგ 7 აგვისტოს გამართავს.

ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, მერვედფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხი ძლიერი ნაკრები გავა. დანარჩენი გუნდები, 17-20 და 21-24 ადგილებისთვის,ე.წ. პრეზიდენტის თასზე მატჩს გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0