საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე კვლავ უმედლოდ დარჩა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშილაშა შავდათუაშვილი. ოლიმპიადა 2016
ლაშა შავდათუაშვილი. ოლიმპიადა 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რშავაში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები კვლავ მედლების გარეშე დარჩა.

ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (2012) და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა (2016) ლაშა შავდათუაშვილმა (–73 კგ) ავსტრიელ ლუკაშ რეიტერთან წააგო და მესამე რაუნდის გადალახვა ვერ შეძლო.

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, მუსა მოგუშკოვს სძლია.

ვარშავაში მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა ზებედა რეხვიაშვილს (–81 კგ). თუმცა ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა დამატებით დროში გერმანელ დომინიკ რესელთან წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში – ხორვატიელ დომინიკ დრუზეტასთან.

ამ წონით კატეგორიაში ოქრო რუს ალან ხუბეცოვს ერგო.

ევროპის ჩემპიონატზე შაბათს, ინდივიდუალური შეჯიბრებების დასკვნით დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება – სამი მამაკაცთა შორის და ორი – ქალთა შორის. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: ბექა ღვინიაშვილი (–90), ვარლამ ლიპარტელიანი (–100), ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი (ორივე +100), ასევე ელენე ქებაძე (–78).

ყველა ახალი ამბავი
0