თბილისში ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი გაიმართება

© FB/ Georgian Football Federationფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიტალი დარასელიას ხსოვნის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 16 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის გუნდები

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისში 20-25 აპრილს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელიც გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველის ვიტალი დარასელია ხსოვნას ეძღვნება, აღნიშნულია დედაქალაქის კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისის "დინამოს" გარდა, ტურნირში მონაწილეობს შვიდი ევროპული გუნდი (16 წლამდე ასაკობრივი კატეგორია). ქართული კლუბის მოწვევით თბილისში ჩამოვლენ: "ინტერი" (იტალია), გენტი (ბელგია), გაბალა (აზერბაიჯანი), "დინამო" (ზაგრები, ხორვატია), "დინამო" (კიევი, უკრაინა), "ტრაბზონსფორი" (თურქეთი) და "აზ" (ჰოლანდია).

ფინალის გარდა ყველა თამაში თბილისის "დინამოს" აკადემიის მინდორზე გაიმართება, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელ ატარებს. გადამწყვეტი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.

ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი თბილისში მეორედ ტარდება. გასულ წელს გამარჯვებული ჰოლანდიური "აზ" გახდა.

ჰოლანდიის ალკმარი - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი ჰოლანდიელებმა წაიღეს

"გასულ წელს ეს საერთაშორისო ტურნირი პირველად გაიმართა. ახლა ის უკვე ტრადიციული ხდება. პირველ ჯერზე არ იყო ცუდი, მაგრამ შემადგენლობა ძლიერდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას.", — განაცხადა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ ტურნირისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

ვიტალი დარასელია არის უეფას თასთა მფლობელთა თასის ფინალში, გერმანული "კარლ ცაისის" კარში გატანილი მეორე, გამარჯვების გოლის ავტორი

ყველა ახალი ამბავი
0