ვიტალი დარასელიას სახელობის თასი ჰოლანდიელებმა წაიღეს

© ФК "Динамо Тбилиси"ჰოლანდიის "ალკმარი"
ჰოლანდიის ალკმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დინამოელი“ თამაზ ბაბუნაძე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი „ალკმარი“ (U-16) ვიტალი დარასელის სახელობის თასის მფლობელი გახდა.

ფინალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. „ალკმარი“ თბილისის „დინამოს“ შეხვდა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. ორივე გუნდი შეუპოვრად და თანაბარი ძალით იბრძოდა გამარჯვებისთვის, თუმცა სტუმრები უფრო იღბლიანები გამოდგნენ.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ინდივიდუალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „ალკმარელი“ ჯოის ჯაკობსი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირად „დინამოელი“ თამაზ ბაბუნიძე აღიარეს.

„ალკმარის“ კიდევ ერთი წევრმა, მეკარე იესპერ შენდელაარმა დაიმსახურა სპეციალური აღნიშვნა: ის საუკეთესო მეკარედ მიიჩნიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი პატიოსანი თამაშისთვის თურქეთის „ტრაბზონსპორის“ კაპიტანს, აჰმედ ჰაკანს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0