06:15 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

© facebook.com/Margvelashvili.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
2411

ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 წლიდან 1978 წლამდე). პირველი საერთაშორისო დიდოსტატი იყო ქალებს შორის და პირველი ქალი, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟებს შორის.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსისათვის, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

 სახელგანთქმულმა ქართველმა მოჭადრაკემ, 2015 წლის ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა იტალიის ქალაქ აკვი-ტერმეში გამართულ ტურნირში +65 ასაკობრივ კატეგორიაში. 

„თქვენი მადლიერია სახელმწიფო და ერი, იმისათვის რაც გააკეთეთ საქართველოს პოპულარიზაციისათვის და იმისათვის, რაც გაუკეთეთ საზოგადოებას თქვენი მორალური პოზიციით“, —  მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისას.

ბრწყინვალების ორდენი
© FACEBOOK.COM/MARGVELASHVILI
ბრწყინვალების ორდენი

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალტა წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით ჯილდო ბევრმა გამოჩენილმა ქალმა მიიღო. 

ნონა გაფრინდაშვილი — მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 წლიდან 1978 წლამდე). პირველი საერთაშორისო დიდოსტატი იყო ქალებს შორის და პირველი ქალი, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟებს შორის. 

პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი საქართველოში 2009 წელს დაარსდა და იგი გადაეცემა კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის გამოჩენილ მოღვაწეებს, ასევე მათ ვინც ხალხებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში წვლილი შეიტანა.  


მთავარი თემები