ეკატერინე გორგოძემ ანტალიის ტურნირში გაიმარჯვა

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სეზონზე გორგოძემ სამი ტურნირი მოიგო და კიდევ სამჯერ ფინალში გავიდა. ამ დროისთვის იგი 371 ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე სერია ITF Futures–ის ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულდა. ფინალში გორგოძემ შეჯიბრების მასპინძელი  აილა აქსუ დაამარცხა ორ პარტიაში — 6:4, 6:2.

პირველ სეტში, რომელიც 43 წუთი გრძელდებოდა, გორგოძემ ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო, რამაც განსაზღვრა კიდევ მისი გამარჯვება პარტიაში. მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი უფრო აგრესიული გახდა, რის გამოც აილა აქსუმ უნებლიე შეცდომების დაშვება დაიწყო და დამარცხდა.   

ამ სეზონზე გორგოძემ სამი ტურნირი მოიგო და კიდევ სამჯერ ფინალში გავიდა. ამ დროისთვის იგი 371 ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში. 

ყველა ახალი ამბავი
0