ვასილ ლობჟანიძე საფრანგეთის "ბრივში" გადავიდა

© https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion?fref=tsვასილ ლობჟანიძე
ვასილ ლობჟანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბრივში“ გადასვლამდე საქართველოს რაგბის ნაკრების ნახევარმცველი ვასილ ლობჟანიძე „არმაზის“ ღირსებას იცავდა.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების ნახევარმცველი ვასილ ლობჟანიძე საფრანგეთის კლუბ ტოპ-14-ის  „ბრივის“ მოთამაშე გახდა. კონტრაქტის ვადა სამწლიანია, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისსა და უელსში ლობჟანიძე ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა. ტონგას ნაკრების წინააღმდეგ იგი 18 წლის ასაკში გამოვიდა მოედანზე და პირველი ტურის სიმბოლური ნაკრების წევრი გახდა. 

მსოფლიო თასის ჩემპიონატის შედეგებით, ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის კავშირის მიერ წარდგენილი იყო ნომინაციაზე  - "წლის აღმოჩენა", თუმცა, მან ტიტული ახალი ზელანდიის სახელით მოთამაშე ნეჰე მილნერ-სქადერს დაუთმო.

„ბრივში“ გადასვლამდე, ლობჟანიძე „არმაზში“ თამაშობდა.


ყველა ახალი ამბავი
0