07:50 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს 17–წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები

საქართველოს 17–წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა

gff.ge
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
401

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდს მე–4 ჯგუფში უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის გუნდები დაუპირისპირდებიან. სლოვაკეთთან ქართველი ფეხბურთელები მატჩს 24 ოქტომბერს გამართავენ.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს 17–წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა, სადაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 24 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს.

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდს მე–4 ჯგუფში უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის გუნდები დაუპირისპირდებიან. სლოვაკეთთან ქართველი ფეხბურთელები მატჩს 24 ოქტომბერს გამართავენ.

საკვალიფიკაცია რაუნდში 28 ევროპული ნაკრები შვიდ 4–გუნდიან ჯგუფში განაწილდება. ელიტ–რაუნდში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება, თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესი გუნდი მოხვდება. 

რომელთა გამარჯვებულებიც ფინალურ რაუნდში ასპარეზობის უფლებას მიიღებენ.

ევროპის ჩემპიონატი U-17 აზერბაიჯანში 2016 წლის მაისში ჩატარდება.

U-17 საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი: 

24 ოქტომბერი

საქართველო–სლივაკეთი

26 ოქტომბერი

რუმინეთი – საქართველო

29 ოქტომბერი

საქართველო – უნგრეთი

 

მთავარი თემები