17:13 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სამბო

საქართველოს სამბოს ნაკრებმა კადეტთა და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვა

© RIA Novosti.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
3901

რუსეთის ნაკრები საერთო გუნდურ ანგარიშში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რუსმა სამბოისტებმა 25 ოქროს, 7 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სამბოისტი ტრისტან მოსახლიშვილი (75 კგ) საქართველოს სამბოს ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც კადეტთა და იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ხუთი ქართველი სამბოისტი ფინალურ შეხვედრებში დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. კადეტთა შორის ესენი არიან ჯამბულ ქურდიანი (48 კგ) და ნიკა სიდამონიძე (87 კგ). იუნიორთა შორის ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი მირუაშვილმა (48 კგ), გიორგი პეტრეველმა (62 კგ) და დავით ოზბეთელაშვილმა (100 კგ).

კიდევ ექვსმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მიიღო. კადეტები: ჯაბა პაპინაშვილი (48 კგ), საბა გრიგალაშვილი (56 კგ), იმედა გოგოლაძე (81 კგ) და დავით რაზმაძე (87 კგ). იუნიორებში ბრინჯაოს მედალი ირაკლი გოგიას (82 კგ) ერგო.

მეექვსე ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს ნინო მგელაძემ (52 კგ) მოუტანა.

კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის შარშანდელმა გამარჯვებულმა სალომე აბაშიძემ იუნიორთა შორის იასპარეზა, თუმცა, მედალი ვერ მოიპოვა.

რუსეთის ნაკრები საერთო გუნდურ ანგარიშში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რუსმა სამბოისტებმა 25 ოქროს, 7 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


მთავარი თემები