„ვითამ“ რეკორდი დაამყარა, თუმცა შეხვედრა წააგო

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ხიმკიმ“ ერთიანი ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა — 19 ზუსტი სამქულიანი ტყრცნა. ფინელი მცველი პეტერი კოპონენი 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგანი მოთამაშე გახდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა საკალათბურთო კლუბმა „ვითამ“ 73  ქულა მოაგროვა, რაც მისთვის რეკორდია, თუმცა, მაინც წააგო ერთიანი ლიგის მესამე შეხვედრა „ხიმკისთან“ ანგარიშით 73:117. 

თბილისური გუნდისთვის წამგებიანი აღმოჩნდა სასტარტო და დასკვნითი მეოთხედები — 13:34 და 18:37 შესაბამისად. 

მასპინძლებს განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდათ სამქულიანი ტყორცნები. ამ მხრივ გამოირჩნენ პეტერ კოპონენი და ეგორ ვიალცევი. „ხიმკიმ“ ერთიანი ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა — 19 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა. ფინელი მცველი პეტერი კოპონენი 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგანი მოთამაშე გახდა. 

„ვითადან“ საუკეთესო მოთამაძე ალექსანდრ ლიპოვი გახდა. უკრაინის ნაკრების მოთამაშემ 19 ქულა მოაგროვა. 

კალათბურთი - Sputnik საქართველო
საკალათბურთო კლუბი „ვით-ჯორჯია“ ВТБ-ს ერთიანი ლიგაში მიიღებს მონაწილეობას

„ვითა ახალი გუნდია, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია საერთაშორისო სარბიელზე და სულ ცოტა ხნის წინ შეიკრიბა. მიხარია, რომ მათ კარგ ლიგაში თამაში სურთ. სტარტზე მათ არცთუ  სუსტი მოწინააღმდეგეები შეხვდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ახალი წლისთვის  ქართული კლუბი ათამაშდება“, — ასთი კომენტარი გააკეთა „ვითას“ თამაშზე „ხიმკის“ მთავარმა მწვრთნელმა რიმას კურტინაიტისმა. 

„ეს ჩვენთვის მხოლოდ მესამე მატჩია. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძობთ გუნდის მშენებლობას. „ხიმკი“ ჩვენ გამოვიყენეთ, რათა გავძლიერდეთ, გამოცდილება შევიძინოთ, ვიდეოზე გავარჩიოთ, რაში არ შეგვიძლია კონკურენციის გაწევა. ამიტომაცაა ეს ჩვენთვის ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა“, — განაცხადა „ვითას“ მწვრთნელმა პაველ გოოგემ. 

ვთბ-ს ერთიანი ლიგის მეოთხე მატჩს „ვითა“ 18 ოქტომბერს თბილისში „ნიჟნი ნოვგოროდის“ წინააღმდეგ გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0