ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩების განრიგი ცნობილია

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ „დილა“ „პარტიზანთან“ წააგებს, სუპერთასის მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო თუ ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისი, 21 ივლისი  – Sputnik.  ფეხბურთში უმაღლესი ლიგის საქართველოს ჩემპიონატის 2015–2016წლების სეზონის პირველი ტურის მატჩების განრიგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა.

ქვეყნის ჩემპიონი გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. თბილისის „დინამო“ თერჯოლის „საპოვნელას“ შეხვდება.

პირველ ტურში მონაწილე გუნდების საფეხბურთო მატჩის განრიგი ასეთია:

„დინამო“ (ბათუმი) – „ზუგდიდი“;

„ტორპედო“ (ქუთაისი) – „მერანი“ (მარტვილი);

„ცხინვალი“ – „საბურთალო“ (თბილისი);

„ჩიხურა“ (საჩხერე) – „ლოკომოტივი“ (თბილისი);

„სამტრედია“ – „შუქურა“ (ქობულეთი);

„გურია“ (ლანჩხუთი) – „სიონი“ (ბოლნისი).

მომავალი ტურების მატჩების განრიგი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.

რაც შეეხება საქართველოს სუპერთასის საფეხბურთო  მატჩს „დილასა“ და „დინამო“ თბილისს შორის, მისი გამართვის თარიღი  უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასა“ და ბელგრადის „პარტიზანს“ შორის გამართული მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული. თუ „დილა“ „პარტიზანთან“ წააგებს, სუპერთასის მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო თუ ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0