მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მათე ვაწაძემ დანიის ჩემპიონატში პირველ მატჩში ორი გოლი გაიტანა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialმათე ვაწაძე
მათე ვაწაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა სეზონზე ქართველი თავდამსხმელი 32 მატჩში გატანილი 20 გოლით პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თბილისი, 21 ივლისი  – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და დანიის „ორხუსის“ თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ დანიაში გამართულ ფეხბურთის ჩემპიონატში დუბლი გააფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

საკუთარ მოედანზე „ორხუსმა“ „ბლონდბიუ“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ვაწაძემ ორი გოლი მატჩის მე–9 და 56 –ე წუთზე გაიტანა.

თამაშის დასასრულს, ვაწაძე მოედანზე დავით სხირტლაძემ შეცვალა, რომელმაც 90–ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება „ორხუსის“ ქართველ ლეგიონერს დავით დევდარიანს, ის კვლავ ტრამვირებულია.

მათ ვაწაძე „ორხუსის“ სახელთ 2012 წლიდან გამოდის. წინა სეზონზე ქართველი თავდამსხმელი  32 მატჩში გატანილი 20 გოლით პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0