23:26 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
უეფას სუპერ თასი

უეფამ biletebi.ge-ს 48 საათიანი ვადა მისცა ბილეთების გაყიდვის პრობლემის მოსაგვარებლად

https://www.facebook.com/GeorgianFFofficial?fref=ts
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
3301

შემდეგი კონსულტაცია უეფას წარმომადგენლებთან 25 ივნისს თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება და მაშინ გაირკვევა შეძლებს თუ არა biletebi.ge გადაჭრას ეს პრობლემა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik.  უეფამ ვებ გვერდ biletebi.ge-ს 48 საათიანი ვადა მისცა ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სამშაბათს, 23 ივნისს განუცხადა. 

 „შემდეგი კონსულტაცია უეფას წარმომადგენლებთან 25 ივნისს თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება და მაშინ გაირკვევა შეძლებს თუ არა biletebi.ge გადაჭრას ეს პრობლემა. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის   უეფას სუპერ თასის 11 აგვისტოს თბილისში დაგეგმილ მატჩზე  ბილეთები არ გაიყიდება“- განაცხადა სიჭინავამ. 

 სფფ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ გაყიდვის პრობლემა ვერ გადაიჭრა, ფედერაცია და უეფა „ბე“ გეგმაზე გადადიან. ამ გეგმის არსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. 

 ბილეთები უეფას სუპერ-თასის მატჩზე ონლაინ გაყიდვაში 22 ივნისს დილის 9 საათზე გვერდ biletebi.ge-ზე უნდა გასულიყო. მაგრამ მსურველთა ძალიან დიდი ნაკადის გამო, გვერდის სერვერმა ვერ გაუძლო და მოიშალა.   


თემაზე

უეფას სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთები დღეს არ გაიყიდება

მთავარი თემები