16:10 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
Баку, Азербайджан

ევროპის ქვეყნების სპორტის მინისტრები ბაქოში ძალადობის და დოპინგის პრობლემებზე იმსჯელებენ

Александр Гутников
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

ევროპის ქვეყნების სპორტის მინისტრთა მე-18 არაფორმალური კონფერენციის მონაწილეები შეჯიბრებების ჩატარების იურიდიულ ასპექტებზე იმსჯელებენ, განაცხადა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ.

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ევროპის ქვეყნების სპორტის მინისტრთა მე-18 არაფორმალური კონფერენციის მონაწილეები შეჯიბრებების ჩატარების იურიდიულ ასპექტებზე იმსჯელებენ, განაცხადა ევროპის საბჭოს განათლების, კულტურის, მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ მასმედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

კონფერენციამ მუშაობა ოთხშაბათს ბაქოში დაიწყო.

”ღონისძიების მონაწილეები სამართლებრივი განსაზღვრულობის კონცეფციის განხილვას გეგმავენ. ჩვენ განვიხილავთ შეთანხმებითი თამაშების, სპორტის გარშემო უკანონო აზარტულ თამაშების, ანტიდოპინგური პოლიტიკის და სპორტში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებს”, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამას გარდა, ასევე განხილული იქნება ჭაბუკი სპორტსმენების გადაადგილების საკითხი კონტინენტის ქვეყნებში შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით, რისთვისაც დადგება საკითხი ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ. 

”ამ საკითხებს, სპორტში სამართლიანობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა ბატანი-დრაგონიმ.

ღონისძიებაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, მონაწილეობენ ევროპული ქვეყნების სპორტული უწყებების წარმომადგენლები, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა.


მთავარი თემები