06:38 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
Теннис - заставка

თელავში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში

სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
8 0 0

18 სექტემბერს თელავში ოფიციალურად გაიხსნება საერთაშორისო ტურნირი ქალთა ჩოგბურთში, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველო” კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. 18 სექტემბერს თელავში ოფიციალურად გაიხსნება საერთაშორისო ტურნირი ქალთა ჩოგბურთში, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველო” კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები 20-ზე მეტი ქვეყნიდან

”ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკული დოლარია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და ჩოგბურთის ფედერაციამ დააწესეს. საპრიზო ფონდი პირველი და მეორე ადგილის მფლობელ სპორტსმენებს, ასევე პირველი და მეორე ადგილის მფლობელ წყვილ ჩოგბურთელებს გაუნაწილდებათ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტურნირის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი.

ჩოგბურთის მატჩები თელავის კორტებზე გაიმართება. ტურნირი 25 სექტემბერს დაიხურება.

პირველი საერთაშორისო ტურნირი თელავში 2007 წლის სექტემბერში გაიმართა.

მთავარი თემები