https://sputnik-georgia.com/20210812/qutaisshi-orsuls-nakopi-daegupa-252564299.html
ქუთაისში კორონავირუსის გართულების გამო ორსულს ნაყოფი დაეღუპა
ქუთაისში კორონავირუსის გართულების გამო ორსულს ნაყოფი დაეღუპა
Sputnik საქართველო
შვიდი თვის ორსული ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. მას საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T13:21+0400
2021-08-12T13:21+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231995_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f3b35463bd35e7c7721ef0ba4fce2792.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში 31 წლის ორსულ ქალს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.შვიდი თვის ორსული ბათუმიდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც ქალის მეუღლე აცხადებს, ბათუმის სამშობიარო საავადმყოფოში ადგილის არარსებობის გამო აუცილებელი გახდა ორსულის ქუთაისში გადაყვანა, რა დროსაც მდგომარეობა დამძიმდა, რამაც ნაყოფის დაღუპვა გამოიწვია.ექიმების განმარტებით, ამჟამად პაციენტს ანალიზების მიხედვით D-დიმერი აქვს მკვეთრად მომატებული, რის გამოც ექიმები საკეისრო კვეთის ჩატარებაზე და ან თბილისში პაციენტის ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებენ.„მომატებული D-დიმერიდან გამომდინარე, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ თბილისში ტრანსპორტირებისას გზაში თრომბოემბოლია განვითარდეს და ქალი დაიღუპოს. ოჯახის წევრების მოთხოვნა თავიდან მისი თბილისში გადაყვანა იყო, თუმცა რისკების შეფასების შემდეგ მათ გადაიფიქრეს“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა მინდია ებრალიძემ.ებრალიძის განმარტებით, კლინიკაში შეიკრიბა კონსილიუმი და, სავარაუდოდ, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი მშობიარობის გზით მოხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231995_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_222f6e3d3caf620485fa4514e2597639.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ქუთაისში კორონავირუსის გართულების გამო ორსულს ნაყოფი დაეღუპა
13:21 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) შვიდი თვის ორსული ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. მას საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში 31 წლის ორსულ ქალს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შვიდი თვის ორსული ბათუმიდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც ქალის მეუღლე აცხადებს, ბათუმის სამშობიარო საავადმყოფოში ადგილის არარსებობის გამო აუცილებელი გახდა ორსულის ქუთაისში გადაყვანა, რა დროსაც მდგომარეობა დამძიმდა, რამაც ნაყოფის დაღუპვა გამოიწვია.
ექიმების განმარტებით, ამჟამად პაციენტს ანალიზების მიხედვით D-დიმერი აქვს მკვეთრად მომატებული, რის გამოც ექიმები საკეისრო კვეთის ჩატარებაზე და ან თბილისში პაციენტის ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებენ.
„მომატებული D-დიმერიდან გამომდინარე, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ თბილისში ტრანსპორტირებისას გზაში თრომბოემბოლია განვითარდეს და ქალი დაიღუპოს. ოჯახის წევრების მოთხოვნა თავიდან მისი თბილისში გადაყვანა იყო, თუმცა რისკების შეფასების შემდეგ მათ გადაიფიქრეს“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა მინდია ებრალიძემ.
ებრალიძის განმარტებით, კლინიკაში შეიკრიბა კონსილიუმი და, სავარაუდოდ, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი მშობიარობის გზით მოხდება.