https://sputnik-georgia.com/20210805/lela-wurwumia-mariko-mamulashvili-252510817.html
„ჩემი გოგოები...“ – მამულიჩა ბათუმში ცოლ-შვილის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს
„ჩემი გოგოები...“ – მამულიჩა ბათუმში ცოლ-შვილის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
ცნობილმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოება აღაფრთოვანა. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T17:05+0400
2021-08-05T17:05+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249224102_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_dc9adbc82ab92c9b11426e7a3ff7d0b9.jpg
ლელა წურწუმია და მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულაშვილი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა რთულია. ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ.ცოტა ხნის წინ მამულიჩამ ბათუმიდან ლელა წურწუმიას და მარიკოს ვიდეო გამოაქვეყნა. დედა-შვილი ქართული ჰანგების ფონზე სახალისოდ ცეკვავს. „ჩემი გოგოები“ – ასე დაასათაურა ცნობილმა პროდიუსერმა ვიდეო.ელეგანტური, ეშხიანი, ხმის განსაკუთრებული ტემბრის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 51 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ეს ყველაფერი კი მისი ერთგული მეუღლისა და პროდიუსერის დამსახურებით მოხდა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249224102_31:0:919:666_1920x0_80_0_0_4c7198b8f061621f8798b2db86474879.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ჩემი გოგოები...“ – მამულიჩა ბათუმში ცოლ-შვილის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს
17:05 05.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ცნობილმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოება აღაფრთოვანა.
ლელა წურწუმია და მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულაშვილი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა რთულია. ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ.
ცოტა ხნის წინ მამულიჩამ ბათუმიდან ლელა წურწუმიას და მარიკოს ვიდეო გამოაქვეყნა. დედა-შვილი ქართული ჰანგების ფონზე სახალისოდ ცეკვავს. „ჩემი გოგოები“ – ასე დაასათაურა ცნობილმა პროდიუსერმა ვიდეო.
ელეგანტური, ეშხიანი, ხმის განსაკუთრებული ტემბრის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.
წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 51 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ეს ყველაფერი კი მისი ერთგული მეუღლისა და პროდიუსერის დამსახურებით მოხდა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.