ქართველმა დიზაინერმა კაცმა მკერდი გაიდიდა – ნახეთ სექსუალური ფოტო სოციალური ქსელიდან

© Photo: Ramaz Shamanauri / FBრამაზ შამანაური
რამაზ შამანაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ქართველი დიზაინერი ხშირად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე ხან საკუთარი სახელით, ხანაც ქალის ტანისამოსით და თავს „მადლენას“ უწოდებს.
ყველასთვის ცნობილი ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელსაც მიაჩნია, რომ პოპულარობა ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, 12 წლის ასაკში და­ა­ტყდა თავს, ხშირად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე. განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელშიც. მისი „ინსტაგრამის“ გვერდი ყოველთვის იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებით კი „სთორები“, სადაც დიზაინერი დროდადრო თაყვანისმცემლების მიერ მოწერილ წერილებს ასაჯაროებს.
საგულისხმო ისაა, რომ თაყვანისმემლები მას, როგორც „მადლენას“ ისე მოიხსენიებენ. დიზაინერი ხშირად იცვამს ქალის ტანსაცმელს და განსაკუთრებით უცხოეთის კლუბებში უყვარს ასეთ ფორმაში სიარული. ეს მისი ერთგვარი სტილია, ამიტომ მის გარდერობში ბოლო პერიოდში ხშირად ჩანს ქალის ტანსაცმელიც, რომელსაც სხვა დიზაინერები სპეციალურად „მადლენასთვის“ ქმნიან. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მკერდი გაიდიდა. ფოტო ნახეთ ლინკზე : https://bit.ly/37jdpw3
View this post on Instagram

A post shared by Mashka Mkh (@mashkaaa5)

ის ყოველთვის უც­ნა­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­მაზ შა­მა­ნა­უ­რი იყო, თა­ვი­სი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფი ჰყავ­და და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რებს აფორ­მებ­და. წლე­ბის წინ ბა­ქო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და დი­ზა­ი­ნე­რი რა­მა­ზო რომა გახ­და. მისი კარიერა 1994 წლიდან იწყება, როცა თბილისში „ავანგარდული მოდის ასამბლეა“ ჩატარდა. რამაზო რომა ამ ღონისძიებაზე ქორეოგრაფად მიიწვიეს. პროფესიით მოცეკვავეა. ჰყავდა ჯგუფი „ექსტაზი", რომელთან ერთადაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა.
აზერბაიჯანში ქართული კულტურის დღეებზე მოხვდა. მის მიერ დადგმული შოუ ერთ მომღერალ ქალბატონს ისე მოეწონა, რომ მასთან მუშაობა და აზერბაიჯანში დარჩენა შესთავაზა. ისიც დარჩა. მისი სახელი და წარმატება აზერბაიჯანს უფრო უკავშირდება, თუმცა საქართველო ძალიან უყვარს. მისი გემოვნებით შერჩეული კოსტიუმები ეცვათ... ასე, ნელ-ნელა სტილზე ფიქრიც დაიწყო. სტილზე მუშაობას 3-4 წელი დასჭირდა. სწორედ იმ პერიოდში აზერბაიჯანში კონკურსი „ბესტ მოდელი“ გაიმართა, სადაც რამაზო მიიწვიეს, როგორც ქორეოგრაფი.
View this post on Instagram

A post shared by Ă̈n̑̈ŏ̈ (@sccwarzz)

კონკურსზე იყო ამ საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტი ერქან ოზერმანი. ერთმანეთი იქ გაიცნეს. რამაზოს ქორეოგრაფიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კონკურსის პრეზიდენტმა იგი სტამბულში დაპატიჟა. სწორედ იქ დაიწყო დიზაინერობაზე ფიქრი. სტამბულში საკუთარი მოდის სახლიც გახსნა. კოლექციის ჩვენებას ხშირად აწყობს.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი რა­მა­ზო რო­მას და­კა­ვე­ბის ფაქ­ტით იწყე­ბო­და. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბა მძი­მე იყო – ტრე­ფი­კინგსა და ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა, ციხე რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვა – პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.
ყველა ახალი ამბავი
0