https://sputnik-georgia.com/20210804/bera-ivanishvili-beruka-nanuka-gudavadze-252500484.html
„დედას უფრო ჰგავს თუ მამას?“ – ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ვიდეოს აქვეყნებს
„დედას უფრო ჰგავს თუ მამას?“ – ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ვიდეოს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
ბერუკა ივანიშვილი მამის დახმარებით ლაპარაკს სწავლობს და მისივე ქმედებებს იმეორებს. ბიჭუნას მამასთან გატარებული დრო განსაკუთრებულად უყვარს. ვის ჰგავს პატარა... 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T13:03+0400
2021-08-04T13:03+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24717/34/247173490_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_e2870759612250a725d9df81c2b7c74b.jpg
ბერა ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მთელი ოჯახი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი და ბერა თავის ხელმომწერებს ეკითხება, მათი აზრით, რომელს უფრო ჰგავს მათი პატარა ბიჭუნა.მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, აპრილში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში უკვე ოთხ თვეზე მეტია იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.თავდაპირველად ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. როგორც ჩანს, ახლა ბერუკას ბიძაც შეუერთდათ. ცოტნე ივანიშვილთან ერთად რეპერმა უახლესი ფოტო სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა ქვეყნის დატოვებამდე „იმედის ფაქტორში”.მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ბერა ცოლ-შვილთან ერთად დროს ფუჭად არ კარგავს. მომღერალი ოჯახის წევრებს სიურპრიზებით ანებივრებს და შვილთან საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. უახლესი ვიდეო, რომელიც მან თავად გამოაქვეყნა, გულგრილს არ დაგტოვებთ. ბერას და ბერუკას ნამდვილი მეგობრებივით ერთმანეთის ერთი სიტყვით ესმით და პატარა ბიჭუნა მამასთან ურთიერთობით ძალიან ბედნიერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24717/34/247173490_95:0:1786:1268_1920x0_80_0_0_02ddabffbf31432b17d5765eb9f02e11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„დედას უფრო ჰგავს თუ მამას?“ – ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ვიდეოს აქვეყნებს
13:03 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ბერუკა ივანიშვილი მამის დახმარებით ლაპარაკს სწავლობს და მისივე ქმედებებს იმეორებს. ბიჭუნას მამასთან გატარებული დრო განსაკუთრებულად უყვარს. ვის ჰგავს პატარა ბიჭუნა?
ბერა ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მთელი ოჯახი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი და ბერა თავის ხელმომწერებს ეკითხება, მათი აზრით, რომელს უფრო ჰგავს მათი პატარა ბიჭუნა.
მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, აპრილში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში უკვე ოთხ თვეზე მეტია იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.
თავდაპირველად ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. როგორც ჩანს, ახლა ბერუკას ბიძაც შეუერთდათ. ცოტნე ივანიშვილთან ერთად რეპერმა უახლესი ფოტო სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა ქვეყნის დატოვებამდე „იმედის ფაქტორში”.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ბერა ცოლ-შვილთან ერთად დროს ფუჭად არ კარგავს. მომღერალი ოჯახის წევრებს სიურპრიზებით ანებივრებს და შვილთან საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. უახლესი ვიდეო, რომელიც მან თავად გამოაქვეყნა, გულგრილს არ დაგტოვებთ. ბერას და ბერუკას ნამდვილი მეგობრებივით ერთმანეთის ერთი სიტყვით ესმით და პატარა ბიჭუნა მამასთან ურთიერთობით ძალიან ბედნიერია.