https://sputnik-georgia.com/20210803/-gamyreliZe-vifiqrebT-SezRudvebis-gamkacrebaze-252494523.html
გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, ვიფიქრებთ შეზღუდვების გამკაცრებაზე
გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, ვიფიქრებთ შეზღუდვების გამკაცრებაზე
Sputnik საქართველო
ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა უახლოეს დღეებში შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღოს. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T14:47+0400
2021-08-03T14:47+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460177_0:0:1875:1055_1920x0_80_0_0_8d67e54789aadd5eb9d50c7891b93ff9.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს, განაცხადა ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.მან აღნიშნა, რომ ყველანაირი ტიპის თავშეყრების - ქორწილების, ქელეხების, წვეულებების, ფესტივალების შემთხვევაში განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და დავალებები უკვე მიეცათ შესაბამის ორგანოებს.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 523.466 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 165.084 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს.
https://sputnik-georgia.com/20210803/dawesdeba-Tu-ara-axali-regulaciebi-252493865.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460177_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_e6cc61235249145449698a58a5756306.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, ვიფიქრებთ შეზღუდვების გამკაცრებაზე
14:47 03.08.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა უახლოეს დღეებში შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღოს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს, განაცხადა ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.
„ძირითადი გზავნილები, რომლებიც დღეს ინტენსიურად განვიხილეთ და რასაც საბჭო დათანხმდა, არის შემდეგი: უნდა გამკაცრდეს დახურულ შენობებში პირბადის ტარების აღსრულება. ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება გარე სივრცეებში 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან აღნიშნა, რომ ყველანაირი ტიპის თავშეყრების - ქორწილების, ქელეხების, წვეულებების, ფესტივალების შემთხვევაში განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და დავალებები უკვე მიეცათ შესაბამის ორგანოებს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 523.466 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 165.084 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს.