https://sputnik-georgia.com/20210801/maia-asatiani-sheucvleli-mamakaci-252465117.html
„ქმარს დავშორდი და ამ კაცს ვერა“ – მაია ასათიანმა აღიარა, ვინაა მისი შეუცვლელი მამაკაცი
„ქმარს დავშორდი და ამ კაცს ვერა“ – მაია ასათიანმა აღიარა, ვინაა მისი შეუცვლელი მამაკაცი
Sputnik საქართველო
ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ ვინ არის კაცი, რომელსაც ტელეწამყვანი 25 წელიწადია ვერ შეელია. 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T12:00+0400
2021-08-01T12:00+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251610659_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_3c409d056782be7e74d8a0816d5e6219.jpg
ცნობილი ტელეწამყვნანი მაია ასათიანი წლებია დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის კლიენტია. ამის შესახებ ასათიანმა ვიდეოში განაცხადა, რომელიც მაიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ასათიანი აღნიშნავს, რომ უკვე 25 წელიწადია, რაც ავთანდილთან იმოსება, ქმარსაც დაშორდა, ახალი ცხოვრებაც დაიწყო, მაგრამ ავთანდილი ის ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ვერ შეელია.პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251610659_319:0:1279:720_1920x0_80_0_0_baaa4b0260c0666bec9fd9e6ba68d707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ქმარს დავშორდი და ამ კაცს ვერა“ – მაია ასათიანმა აღიარა, ვინაა მისი შეუცვლელი მამაკაცი
12:00 01.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ ვინ არის კაცი, რომელსაც ტელეწამყვანი 25 წელიწადია ვერ შეელია.
ცნობილი ტელეწამყვნანი მაია ასათიანი წლებია დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის კლიენტია. ამის შესახებ ასათიანმა ვიდეოში განაცხადა, რომელიც მაიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ასათიანი აღნიშნავს, რომ უკვე 25 წელიწადია, რაც ავთანდილთან იმოსება, ქმარსაც დაშორდა, ახალი ცხოვრებაც დაიწყო, მაგრამ ავთანდილი ის ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ვერ შეელია.
პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.
„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.