თაკო ნაცვლიშვილის ღრმა დეკოლტე და გემოვნებიანი სტილი - სუპერ-მოდელის გარდასახვა

© Photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ახალგაზრდა მოდელი ასეთი ცეცხლოვანი ჯერ არასდროს ყოფილა. თაკო ნაცვლიშვილის უსექსუალურესი დეკოლტე და უახლესი ფოტო გულგრილს არავის დატოვებს. როგორ გამოიყურება სუპერ- მოდელი მორიგ ტრენდულ „ლუქში“?
ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიაში ისვენებს. მოდელი „ინსტაგრამზე“ კუნძულ სარდინიაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფმა მოდელმა სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა.
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო თაკოს პაუზის აღება მოუწია, იტალიაში დაბრუნებისთანავე სუპერმოდელი საყვარელ საქმიანობას შეუდგა. წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა.
ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 25 წლისაა. ქართველმა ტოპ-მოდელმა უსიმპათიურეს შეყვარებულს Instagram-ზე რამდენიმე კვირის წინ ვიდეო მიუძღვნა. „სიყვარულო, გილოცავ!“ – დაწერა თაკომ. მოდელის მიერ შექმნილ ვიდეოზე წყვილის ერთად ყოფნისა და საუკეთესო მოგონებების კადრებია გაერთიანებული.
თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.
ყველა ახალი ამბავი
0