„რძით მთვრალი“ - რუსკა მაყაშვილმა მეორე შვილი სასაცილო ვითარებაში აღმოაჩინა

© photo: courtesy of Ruska Makhashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
მსახიობი 40 დღის შვილთან ერთად საკურორტო ზონების მონახულებას არ იკლებს. ტელესახე ლაქტაციის პერიოდში იმუნიზაციის პროცესშიც ჩაერთო, რათა მოგზაურობა და ოჯახის წევრებთან კონტაქტი ბევრად უსაფრთხო გახდეს
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის, გოგონას დედა ცოტა ხნის წინ გახდა. რუსკამ და სანდრომ შვილს კატო დაარქვეს. მსახიობი შვილებთან ერთად ბათუმში ისვენებს და მორიგ სახალისო ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე პატარა კატოს გათიშულს სძინავს, რასაც დედა „რძისგან თრობით“ ხსნის.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.
რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.
მსახიობს მორაგბე სანდრო ნიჟარაძისგან უკვე ორი შვილი ჰყავს. ყველასათვის საყვარელი მსახიობი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს სამი წელი ხვდებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0