COVID-19 საქართველოში – 28 ივლისის მონაცემები

© Pixabay / fernandozhiminaicelaტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 377.597 ადამიანი, გარდაიცვალა –  5.751, სულ აცრილია - 432.795 პირი.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 377.597 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.509), გარდაიცვალა –  5.751 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.256 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.798 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 40.553 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.242, PCR–ტესტით – 17.311.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო 7 დღის – 6,92%.
სულ აცრილია 432.795 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 14.210 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0