https://sputnik-georgia.com/20210728/nini-badurashvils-ugalates-252433437.html
„საშინელება იყო, შემთხვევით გავიგე...“ – ნინი ბადურაშვილი ღალატზე
„საშინელება იყო, შემთხვევით გავიგე...“ – ნინი ბადურაშვილი ღალატზე
Sputnik საქართველო
ნინი ბადურაშვილი ამბობს, რომ ღალატი საშინელებაა და „ადამიანს ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს“. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T17:49+0400
2021-07-28T17:49+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0e/252013842_0:29:1000:592_1920x0_80_0_0_9e822687de084d0f3789dda0ab7779c8.jpg
მომღერალი ნინი ბადურაშვილი იხსენებს, როგორ უღალატეს. როგორც მომღერალმა გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, ეს შეგრძნება შემდეგ არასდროს გადის.მისი თქმით, მიუხედავად წლების გასვლისა, თავმოყვარეობის შელახვა, რომელიც მაშინ იგრძენი, სულ თან გდევს. „საშინელება იყო. შემთხვევით გავიგე. ამ დროს ლოგინად არ ვარდები, მაგრამ შინაგანად ინგრევი. ამ დროს ძალიან საწყალი ხდები. თვითშეფასება გიდაბლდება. მერე სულ ფიქრობ, რატომ მიღალატეს, ის უკეთესი ხომ არ არის. უნდა ეცადო, რომ არ გატყდე და ამან არ დაგანგრიოს“, – ამბობს მომღერალი.ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი ამბობდა, რომ ირაკლი მეუღლისთვის დროს ვერ პოულობდა, ორსული ნინი კი მთელი დღის მანძილზე სახლში მარტო იყო. მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილი ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად. მას თითქმის 6 წელია ახალი ოჯახი ჰყავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0e/252013842_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_3261a6c7e1874ea0f3d06d584acea888.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„საშინელება იყო, შემთხვევით გავიგე...“ – ნინი ბადურაშვილი ღალატზე
17:49 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ნინი ბადურაშვილი ამბობს, რომ ღალატი საშინელებაა და „ადამიანს ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს“. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი იხსენებს, როგორ უღალატეს. როგორც მომღერალმა გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, ეს შეგრძნება შემდეგ არასდროს გადის.
მისი თქმით, მიუხედავად წლების გასვლისა, თავმოყვარეობის შელახვა, რომელიც მაშინ იგრძენი, სულ თან გდევს. „საშინელება იყო. შემთხვევით გავიგე. ამ დროს ლოგინად არ ვარდები, მაგრამ შინაგანად ინგრევი. ამ დროს ძალიან საწყალი ხდები. თვითშეფასება გიდაბლდება. მერე სულ ფიქრობ, რატომ მიღალატეს, ის უკეთესი ხომ არ არის. უნდა ეცადო, რომ არ გატყდე და ამან არ დაგანგრიოს“, – ამბობს მომღერალი.
ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.
ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.
ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი ამბობდა, რომ ირაკლი მეუღლისთვის დროს ვერ პოულობდა, ორსული ნინი კი მთელი დღის მანძილზე სახლში მარტო იყო. მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილი ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად. მას თითქმის 6 წელია ახალი ოჯახი ჰყავს.