მაკა ზამბახიძემ მესამე მეუღლე დიდი პაუზის შემდეგ გამოაჩინა - რა მოხდა წყვილს შორის?

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ექსტრავაგანტული მომღერალი პირადი ცხოვრების დეტალებს საგულდაგულოდ მალავს. სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მაკა ბებია გახდება. ზაფხულის სეზონის ცხელ დღეებთან ერთად, მისი ცხოვრების ტემპი ახლა რადიკალურად შეიცვალა. დიდი პაუზის შემდეგ არტისტმა უსიმპატიურესი მეუღლე გამოჩინა
გადატვირთული გრაფიკისა და რეპეტიციბის გამო, მაკა ზამბახიძე ოჯახური იდილიის მიღმა დარჩა. ის ახალგაზრდა მეუღლეს სათანადო ყურადღებას ვეღან აქცევს, ამიტომ მიხეილმა მომენტის ხელიდან გაშვება არ დაუშვა. წყვილი კვლავ გაერთიანდა და ერთად პოზირებას შეუდარებლად ახერხებს. უახლესი ფოტო თავად ძიუდოისტმა გამოაქვეყნა.
მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენი – ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მამაკაცი მომღერალზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის ბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებულ ურთიერთობას გასული წლის თებერვალში ახადეს ფარდა. ცნობილი მომღერალი შარშან მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი მოგვიანებით დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ, რომელიც სულ მალე დედა გახდება.
ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც წარმატებით ფლობს. გოგონა კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად და ამჟამად ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მღერის. მაკას და სალომეს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, როგორც მაკა აღნიშნავს, ის მამინაცვალთან უფრო მეგობრობს.
ყველა ახალი ამბავი
0