12:30 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვარსკვლავური ამბები (13)
5710

ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოთი დაინტერესდა და სოციალურ ქსელში კითხულობს, ვინ ცხოვრობს საქართველოში.

ამერიკელი მსახიობი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი Facebook-ზე საქართველოს შესახებ წერს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა საკუთარ გვერდზე თბილისში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო:

„ვინმე თუ ცხოვრობთ საქართველოში? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. იპოვეთ თქვენ მიერ გადაღებული სურათები, რომლებითაც ამაყობთ და აქ ატვირთეთ“.

გორდონ-ლევიტი ორჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ზაფხულის (500) დღე“, „დასაწყისი“, „დროის მარყუჟი“, „ლინკოლნი“ და სხვ.

თემები:
ვარსკვლავური ამბები (13)

მთავარი თემები