დაწესდება თუ არა ახალი რეგულაციები: მინისტრის მოადგილის განმარტება

© Nuclear Power Plantsთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება, უბრალოდ საუბარია მოქმედი რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 
მოსწავლე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გაბუნია: ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 2.261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
გაბუნიას თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეები კოვიდ-რეგულაციებს შესაბამისად აღარ იცავენ.
„ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია და ეს ტენდენცია მაისის პიკურ პერიოდს ჰგავს. თუ როგორი იქნება ზაფხულის პიკური მაჩვენებელი, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარის რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მობილობა ამ რეგიონშია.
„რეგიონებში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, სადაც ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ამიტომაც აჭარაში ვირუსის გავრცელების რისკები მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბათუმში რეგულაციებს სათანადოდ არ იცავენ, ასევე ირღვევა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლება დაწესებული კოვიდ-რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს.
 
ყველა ახალი ამბავი
0