„ეს ჩვენ ვართ“ – თიკა ფაცაციამ ხანდაზმული მშობლები და უსიმპათიურესი ძმა გამოაჩინა

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
წარმატებული ტელესახე ოჯახურ იდილიას „ფოლოვერებს“ უზიარებს. თიკა კალათბურთელ ძმასთან და ხანდაზმულ მშობლებთან ერთად აგარაკზე ისვენებს.
თიკა ფაცაციას ულამაზესი დედა ჰყავს. მანანა ფაცაცია უფროსი ქალიშვილის დახმარებით მოდურად გამოიყურება. როგორც ჩანს, ქალბატონი მოდის ტენდენციების მიმდევარია. თიკა და მანანა ფაცაციები სხვადასხვა გადაცემში ერთობლივად ხშირად ჩნდებოდნენ. მათი დუეტი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა, რადგან გულახდილი მანანა ფაცაცია თიკას ბავშვობის ისტორიებს განსაკუთრებული იუმორით იხსენებდა.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от tika (@tikapatsatsia)

„ყველაფერი, რაც ვარ მე - არის დედაჩემი. მთავარი გულშემატკივარი, კრიტიკოსი, ყველაზე დიდი მეგობარი დედაა. თითოეულ ჩემ გამოსვლას დედაჩემი აკონტროლებს. მის სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ძალა და ფასი აქვს“, – ამბობს თიკა. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от tika (@tikapatsatsia)

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.
არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა  ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от tika (@tikapatsatsia)

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს. ცოტა ხნის წინ თიკამ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ზაფხულის ცხელ დღეს ქალაქგარეთ ატარებენ.
 
ყველა ახალი ამბავი
0