„საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით ღამის რეისი დანიშნა

© photo: Sputnikმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ზაფხულის პერიოდში თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით მატარებლები ყოველდღიურად, დღეში ორჯერ მოძრაობენ. 23 ივლისიდან კი მათ ღამის რეისიც დაემატება.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონთან და მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ" 23 ივლისიდან თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით ღამის რეისი დანიშნა. 
ახალი განრიგის მიხედვით, მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა და ადგილზე 06:10 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი 00:30 საათზე გამოვა და დედაქალაქში 06:01 საათზე ჩამოვა.
ბილეთები უკვე იყიდება.
რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
 
ყველა ახალი ამბავი
0